არ გაქვს დრო, დაესწრო 3-დღიან ინტენსიურ ვორქშოფს, მაგრამ გჭირდება სტრატეგია, რომელიც რეალურად მუშაობს და
გაზრდის შენი ბიზნესის გაყიდვებს? ცდილობ, დამოუკიდებლად ისწავლო, მაგრამ ინფორმაციის ქაოსში იკარგები და არ იცი,
საიდან დაიწყო?
სწორედ ამიტომ შევქმენი ეს ვიდეო კურსი. მე ავიღე ჩემი 6-წლიანი გამოცდილება, სრული სარეკლამო სტრატეგია და
შევქმენი დეტალური ვიდეო-გაკვეთილებისგან შემდგარი კურსი, რომლის გავლასაც შეძლებ შენთვის მოსახერხებელ დროს,
სახლიდან გაუსვლელად.
ვისთვის არის ვიდეო კურსი?
-
✅ დაკავებული დამფუძნებლებისთვის, რომლებსაც მოქნილი გრაფიკი სჭირდებათ.
✅ მათთვის, ვისაც ურჩევნია, საკუთარ ტემპში, დამოუკიდებლად ისწავლოს.
✅ მათთვის, ვისაც სჭირდება სრული, სისტემური ცოდნა და არა მხოლოდ ფრაგმენტული რჩევები.
ვიდეო კურსის ბოლოს გეცოდინება:
-
✅ როგორ შექმნა რეკლამა, რომელიც რეალურად ყიდის
✅ როგორ შექმნა გაყიდვადი ტექსტი, ფოტო/ვიდეო მასალა
✅ როგორ შეარჩიო სამიზნე აუდიტორია სწორად, საერთოდ ვინ არის შენი ბიზნესის პოტენციური მომხმარებელი
✅ CHATGPT, როგორც შენი საიდუმლო იარაღი: ისწავლე, როგორ გამოიყენო ის სტრატეგიულად და ჩამოიშორო კონკურენტები.
✅ ჩემი საავტორო სტრატეგია: მიიღე 6-წლიანი გამოცდილებით შექმნილი და ბაზარზე დატესტილი მეთოდოლოგია, რომელიც გარანტირებულად მუშაობს.
ეს ყველაფერი არ არის! (ექსკლუზიური ბონუსი)
-
ვიცი, რომ ვიდეო-კურსების მთავარი მინუსი კითხვებზე პასუხის მიუღებლობა და მხარდაჭერის არარსებობაა. არ მინდა, ამ
პროცესში მარტო დარჩე. ამიტომ, კურსის შეძენისას, შენ საჩუქრად იღებ:
🎁 1-თვიან წვდომას "დახურულ კლუბში".
ეს ნიშნავს, რომ კურსის მიმდინარეობისას, ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, შენ გექნება სივრცე, სადაც დასვამ კითხვას და მიიღებ პასუხს პირადად ჩემგან. შენ არასდროს "გაიჭედები".
"დახურული კლუბი" — მიიღე წვდომა ტელეგრამის ჯგუფზე, სადაც იღებ მხარდაჭერას პირადად ჩემგან. დაივიწყე საათობით ძებნა Google-სა და Youtube-ზე. როდესაც გაგიჩნდება კითხვა, რომელზეც პასუხი სასწრაფოდ გჭირდება — იქნება ეს ბიუჯეტის განაწილება, აუდიტორიის შერჩევა, თუ ტექნიკური პრობლემა — შენ უბრალოდ წერ კლუბის ჩატში და იღებ კონკრეტულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ პასუხს პირადად ჩემგან ან სხვა გამოცდილი ადამიანისგან. ეს არის უმოკლესი გზა პრობლემის გადაჭრისკენ, რომელიც გიზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ იმ ფულსაც, რომელსაც არასწორად გაშვებულ რეკლამაში დაკარგავდი.